ლორია ტრავმირებულია, ებრალიძეს არ უთამაშია - „ანორთოსისს“ ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება #1TVSPORT
ლორია ტრავმირებულია, ებრალიძეს არ უთამაშია - „ანორთოსისს“ ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება #1TVSPORT

„ანორთოსისმა“, რომელშიც ორი ქართველი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატში ლიმასოლის „აელ-თან“ შეხვედრა 2:0 მოიგო და ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება.

გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია მატჩის განაცხადში არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ქართველი მეკარე ტრავმირებულია და მის ნაცვლად ანდრეას კერავნოსმა ითამაშა. ავთო ებრალიძე კი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

კვიპროსის პირველი დივიზიონის გასავარდნთა ჯგუფის 30-ე ტურის შეხვედრაში „ანორთოსისმა“ ანგარიში მე-40 წუთზე გერეროს გოლით გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე ფერეირამ დააფიქსირა.

30 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 43 ქულა დააგროვა და გასავარდნთა ჯგუფში მე-2 ადგილზეა, ხოლო სახიფათო ზონას უკვე 20 ქულით უსწრებს.