ქართველების „ანორთოსისმა“ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა - ლორიასა და ებრალიძის გუნდი „ნეა სალამინას“ დაუზავდა #1TVSPORT
ქართველების „ანორთოსისმა“ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა - ლორიასა და ებრალიძის გუნდი „ნეა სალამინას“ დაუზავდა #1TVSPORT

კვიპროსის პირველი დივიზიონის აუტსაიდერთა ჯგუფში გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის „ანორთოსისი“ ფამაგუსტას დერბიში „ნეა სალამინას“ დაუპირისპირდა და გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა – 4:4.

გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ებრალიძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართველების გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მეორე ტაიმში კი კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა და 61-ე წუთზე უდიდეს უპირატესობას დაეუფლა – 4:1. ეს შედეგი შენარჩუნდა 74-ე წუთამდე.

„ანორთოსისის“ კოშმარი ამის შემდეგ დაიწყო. „ნეა სალამინას“ ფეხბურთელებმა 74-ე და 77-ე წუთებზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 4:4.

„ანორთოსისმა“ 29 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და კვიპროსის პირველი დივიზიონის აუტსაიდერთა ჯგუფში მეორე ადგილზეა.