„უოტფორდი“ დამარცხდა – ჩაკვეტაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT

00:57, 03.10.2024

უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისის ჩემპიონშიფშიპრესტონს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

მე-8 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 7-ზე მაღალი შეფასება მიიღო – 7,1 ქულა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ „პრესტონმა“ კარგად შეუტია და სამი ბურთი გაიტანა – მატჩის გმირი მონტენეგროელი მილუტინ ოსმაჟიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ალი მაკკენიმ გაიტანა.

ექვსი ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 13 ქულით მე-8 ადგილზე დაქვეითდა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შემდეგ შეხვედრაში 5 ოქტომბერს შინ „მიდლსბროს“ უმასპინძლებს.

მსგავსი