„უოტფორდი“ დამარცხდა - ჩაკვეტაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT
„უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისის ჩემპიონშიფში „პრესტონს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
მე-8 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 7-ზე მაღალი შეფასება მიიღო – 7,1 ქულა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ „პრესტონმა“ კარგად შეუტია და სამი ბურთი გაიტანა – მატჩის გმირი მონტენეგროელი მილუტინ ოსმაჟიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ალი მაკკენიმ გაიტანა.
ექვსი ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 13 ქულით მე-8 ადგილზე დაქვეითდა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შემდეგ შეხვედრაში 5 ოქტომბერს შინ „მიდლსბროს“ უმასპინძლებს.