ქეცბაიამ „ანორთოსისს“ 16 წლის სამუშიას აყვანა ურჩია #1TVSPORT
ქეცბაიამ „ანორთოსისს“ 16 წლის სამუშიას აყვანა ურჩია #1TVSPORT

„დინამო თბილისი 2“-ის ფეხბურთელი, 16 წლის საბა სამუშია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ითამაშებს, გუნდში მას რეკომენდაცია თემურ ქეცბაიამ გაუწია, – ინფორმაციას 90 min-ი ავრცელებს.

„საბა უკვე კვიპროსშია და „ანორთოსის“ მთავარ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.

2006 წლის 7 ნოემბერს დაბადებული საბა სამუშია „დინამო თბილისი 2“-ის შემტევი ნახევარმცველია. ასევე ვარჯიშობდა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში. უთამაშია საქართველოს 17-წლამდე ნაკრებებში – მის ანგარიშზე ოთხი მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

2023 წელს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელი გახდა – ფინალში „დინამო თბილისის“ აკადემიამ „სევილია“ 2:1 დაამარცხა და დარასელიას თასი მოიგო, ერთი გოლი კი სამუშიამ 51-ე წუთზე გაიტანა.