კვიპროსში კომენდანტის საათი დაწესდა
კვიპროსში კომენდანტის საათი დაწესდა

კვიპროსში კომენდანტის საათი დაწესდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კონსტანტინოს იოანუმ განაცხადა, კუნძულზე მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდება, თუმცა 30 ნოემბრიდან კომენდანტის საათი იმოქმედებს. გადაწყვეტილება სამინისტრომ კვიპროსში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე მიიღო.

ახალი რეგულაციებით, ბარები, რესტორნები და კაფეები საღამოს შვიდ საათზე დაიკეტება. ასევე დაიხურება სპორტდარბაზები, ხოლო სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებსა და კინოთეატრებში სოციალური დისტანციის დაცვის წესები გამკაცრდება.

კვიპროსში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 9 673 შემთხვევა.