კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა
კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

ამასთან, გამოვლენილია ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

გთავაზობთ ობიექტების ჩამონათვალს თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.

თბილისი

შპს „იბერია“ – საქონლის ხორცის „ბასტურმა“; მწარმოებელი შპს,,კავკასიაN1

შპს „ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო“ – საქონლის ხორცის ბასტურმა; მწარმოებელი შპს,,ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო

ი/მ ოთარ ხარშილაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სასადილო – კატლეტი; მწარმოებელი ი/მ ოთარი ხარშილაძე

შპს „იმედი 2012“, საცალო ვაჭრობის პუნქტი, გლდანის მე-8 მიკრორაიონი, მე-9 კორპუსი – გაყინული ქაბაბი; მწარმოებელი შპს,,იმედი2012″

შპს „გემო ნახე“, სამგორის ზედა ამოსასვლელი – გაყინული გუფთა; მწარმოებელი შპს,,გაუშა”

რეგიონები

შპს „მეგა“, მარკეტი ბათუმში, ანგისის ქ. 2 – გაყინული ქაბაბი; მწარმოებელი შპს,,მეგა” ნახევარფაბრიკატების საწარმო

ი/მ თეიმურაზ ნიაზაშვილი, გორი, შინდისის გზატკეცილი 7 – გაყინული ხინკალი; მწარმოებელი ი.მ,,თ. ნიაზაშვილი”

კაფე-ბარი „ჩვენებურები“, ბათუმი, მაიაკოვსკის 1 – ფარში (კოტლეტი); მწარმოებელი ი/მ იზოლდა ევგენიძე

აგრარული ბაზარი, ბათუმი, ი/მ ბაკური – ფარში; მწარმოებელი ი/მ ,,ბაკური”

მარკეტი ქარელი, სტალინის ქ. 40 – ხინკალი „რაჭა“; მწარმოებელი შპს,,ელფუდი”თბილისი.

სასადილო „მაკრატელა“ ქარელი, ნინოშვილის ქ. 22 – საქონლის ხორცის „ოსტრი“. მწარმოებელი შპს ,,მაკრატელა“

კვლევის შედეგად, ვირის ხორცი ერთ ობიექტში აღმოჩნდა. კერძოდ, შიდა ქართლში, ი/მ,,შალვა არჩვაძის” საზკვების ობიექტში გასაყიდად გამოტანილ „ოსტრში“.