კვების ბლოკებში დარღვევების გამო, გურჯაანის სამ საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებს სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ საწარმოო პროცესი შეუჩერა.
გეგმური შემოწმების შედეგად, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, საკვები პროდუქტების მომზადების სიახლოვეს არსებული მდგომარეობა არ შესაბამებოდა სტანდარტებს და მის მოწესრიგებამდე, საბავშვო ბაღები დაიკეტა.
სურსათის უვნებლობის სამამართველოში აცხადებენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არსებული ვითარების გამოსწორების შემდეგ შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას.
სამივე ბაღის სამზარეულო ბლოკებში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და როგორც გურჯაანის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განახლდება.