კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე ტენდერი არ შედგა
კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით ტენდერი არ შედგა. კვლევის ჩატარებისთვის თბილისის მერია 80 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, ტენდერში არც ერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო.
იგეგმებოდა კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური შესწავლა, წყალმომარაგების დეფიციტის შევსების ალტერნატიული წყაროების მოძიება და ამ წყაროდან წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
იგეგმებოდა ასევე კუს ტბის წყლის ბალანსის შედგენა, ტბის შემოგარენის და ვარაზისხევის წყალშემკრები აუზის გეოლოგიურ-გეოდინამიკური და ჰიდროგეოლოგიური რეკოგნოსცირება; კუს ტბაში გრუნტის წყლების ხარჯზე წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობის შეფასება; წყლის დეფიციტის შესაძლო გეოლოგიური ანთროპოგენური მიზეზების წარსულში არსებული წყალმომარაგების სისტემების აღდგენის მიზანშეწონილობის შეფასება.
ცნობილია, რომ მე-20 საუკუნეში კუს ტბისკენ გვირაბი გაიჭრა, რომლითაც ტბა მდინარე ვარაზისხევიდან მარაგდებოდა.