დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. შეზღუდვა ოთხ სექტემბერს, 09:00 საათიდან 11:00 საათამდე იმოქმედებს.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.