რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაცია და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

მათივე ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.

დატოვე კომენტარი