რუსეთი მინსკის შეთანხმებას ძირს უთხრის, – ეს განცხადება უკრაინის საკითხებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოკლერმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ასე გამოეხმაურა ვოლკერი რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, რომელის მიხედვითაც, ლუგანსკისა და დონეცკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების მიღება გამარტივდება.
„რუსეთის გადაწყვეტილება პასპორტების გაცემის შესახებ არის პროვოკაციული და „საოკუპაციო გეგმის“ ნაწილი. ის ძირს უთხრის მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის მცდელობასა და დონბასზე უკრაინის კონტროლის აღდგენას ხელს უშლის“, – წერს კურტ ვოლკერი.
მისივე თქმით, დონბასი უკრაინაა და იქ მცხოვრებლები უკრაინელები.