კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

რუსეთის ქალაქ კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი „ტელეგრამზე“ წერს.

გუბერნატორის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც ნავთობის საცავი იყო.

სტაროვოიტის ცნობით, უპილოტო საფრენ აპარატს ობიექტზე არაფერი დაუზიანებია და გაუნადგურებია. კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.