კუნძულ ზაკინტოსის სანაპიროზე კლდის ჩამონგრევისას შვიდი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
საბერძნეთში, კუნძულ ზაკინტოსის სანაპიროზე კლდის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. ინციდენტი ნავაიოს პლიაჟზე მოხდა, რომელიც იონიის კუნძულების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
კლდის ჩამონგრევის მომენტი ტურისტებმა ვიდეოკამერით გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ მოწყდა კლდეს დიდი ნაწილი და ჩავარდა ზღვაში, რის შედეგადაც წარმოქმნილმა ტალღებმა რამდენიმე ნავი ამოატრიალეს.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, დაშავებულების ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვი და ჩეხი ტურისტია, რომელსაც ზურგის დაზიანება აქვს მიღებული.