ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსულმა კვამლმა და ფერფლის სვეტმა ჰაერში 7 კმ სიმაღლეს მიაღწია. ამის შემდეგ ფერფლის ღრუბლები ვულკანიდან 3.5 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა.
ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, კუნძულის ჩრდილოეთ პროვინციები ტურისტებმა უკვე დატოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს, ვიდრე ჰაერში გაფანტული ფერფლი დაილექება.
ოთხსაუკუნოვანი პასიურობის შემდეგ, ვულკანი სინაბუნგი პირველად 2010 წელს ამოიფრქვა, რის შემდეგაც აქტივობა თითქმის ყოველწლიურად ფიქსირდება.