კუნძულ სუმატრაზე ვულკანის გააქტიურების გამო, ხელისუფლებამ ავიაკომპანიებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა
კუნძულ სუმატრაზე ვულკანის გააქტიურების გამო, ხელისუფლებამ ავიაკომპანიებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანის გააქტიურების გამო, ხელისუფლებამ ავიაკომპანიებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ვულკანი ჰაერში ფერფლს შვიდი კილომეტრის სიმაღლეზე აფრქვევს.

ვულკანი სინაბუნგი საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთით, 75 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანის გააქტიურების გამო, აჩეჰის პროვინციაში მდებარე რეგიონული აეროპორტი დაიხურა.

ვულკანის გააქტიურებამ მიწისქვეშა ბიძგები გამოიწვია. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კრატერიდან შვიდი კილომეტრის რადიუსის ზონას მოერიდონ.

ვულკანი სინაბუნგი ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. 2014 წელს ამ ვულკანის ამოფრქვევას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.