კუნძულ სიცილიაზე წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
იტალიის კუნძულ სიცილიაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქალაქ კატანიას ქუჩები. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი. კატანიაში და მის მიმდებარე რაიონებში მაშველები არიან მობილიზებული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
დატბორვის გამო კატანიას აეროპორტში ფრენები გადაიდო, დაიხურა სკოლებიც. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კატანიაში ბოლო 48 საათში ნალექის რაოდენობა, მთელი წლის საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.