კუნძულ მარტინიკაზე, სადაც საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, საფრანგეთი სპეციალური დანიშნულების ძალებს აგზავნის
საფრანგეთი კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკაზე სპეციალური დანიშნულების ძალებს აგზავნის, რომელიც 65 წელია, იქ აკრძალულია. მიზეზი კუნძულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია.
კუნძულზე საპროტესტო გამოსვლები გასულ კვირას დაიწყო, რომელიც ძალადობრივი გახდა. კუნძულის მცხოვრებლები გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კუნძულზე საპროტესტო გამოსვლები აკრძალულია, თუმცა მოსახლეობა ამ აკრძალვას არ ემორჩილება.
გასულ კვირას საპროტესტო აქციაზე ისმოდა სროლის ხმაც. შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.