კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 200 მეხანძრე და 38 მანქანაა ჩართული, თუმცა კუნძულზე არსებული მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს.
როგორც მადეირას რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, მიგელ ალბუკერკემ განაცხადა, დაახლოებით 160 ადამიანია ევაკუირებული.
ამ დროისთვის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, კუნძულ მადეირაზე დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს.