კუნძულ ლესბოსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა შვიდი ადამიანი
კუნძულ ლესბოსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა შვიდი ადამიანი

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე ნავი გადატრიალდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ და ევროკავშირის საპატრულო ხომალდის ეკიპაჟმა 57 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

ნავი ეგეოსის ზღვაში დღეს დილით ჩაიძირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხომალდს ათობით აფრიკელი მიგრანტი ევროპაში გადაჰყავდა.

ლესბოსის კუნძულთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.