კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრის გამო რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრის გამო რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ხანძარი კუნძულის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა.

ხანძარის ლიკვიდაციის სამუშაოებში რამდენიმე ათეული მეხანძრე და 20-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის სამი სპეციალური თვითმფრინავია ჩართული.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.