კუმარ აიერი - საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვედით, ამ საკითხზე მხოლოდ აქ არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას
საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტროსაქონელი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ერთობლივი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას, – ამის შესახებ ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა.
კუმარ აიერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „ხედავთ თუ არა სივრცეს, რომ რუსეთმა და რუსეთის მოქალაქეებმა, მათ შორის სანქცირებულმა პირებმა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა შეძლონ?“
„მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ელჩმა ო’ბრაიანმა განაცხადა, რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.