საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუზეუმებში, თეატრებში, სარეპეტიციო დარბაზებში, გასახდელებში, გარდერობებში და სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.