კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას საქართველო ოფიციალურად შეუერთდა
კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მომზადდება ვიდეორგოლები, ანიმაციები, ინფოგრაფიკები, იგეგმება კონფერენციები ევროკავშირის საერთო კონცეფციის ქვეშ.

ევროპული საზოგადოება მთელი წლის განმავლობაში ფოკუსირებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე, ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და ასევე, წვლილს შეიტანს ეკონომიკასა და პოლიტიკაში.

2018 წელი მთელს ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის წელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ჩაერთოს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებებსა და მთელ რიგ აქტივობებში, რომლის ძირითადი გზავნილებია: დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია. ეს ევროპელ ხალხს შესაძლებლობას მისცემს, მიუახლოვდნენ საკუთარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას და უკეთ გააცნონ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა.