კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.
„პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.
დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანიას“ კონსერვაციის სპეციალისტი“, – აცხადებენ უწყებაში.
დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი არაბული წარწერა დააზიანეს.