კულტურისა და სპორტის მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან, დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. საუბრისას გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები, რომლებიც აწუხებს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს და დაისახა მათი მოგვარების გზები.

კულტურის მინისტრმა ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.