კულტურის სამინისტრო თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს
კულტურის სამინისტრო თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს

კულტურის სამინისტრო თეატრალური პრემიის „დურუჯი“ რიგით IX  დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. პრემია ხუთ ნომინაციაში გაიცემა : საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი , საუკეთესო სცენოგრაფი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი. გამარჯვებულებს ხუთი წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

„დურუჯი 2017“-ის ნომინაციებში წელს მცირედი ცვლილებაა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“, პრემია მიმდინარე წელს აღარ გაიცემა. სამინისტროსა და „დურუჯის“ ორგანიზატორთა შეთანხმებით, 2018 წლიდან, სამინისტრო პრემიას კვლავ გასცემს, სახეცვლილ ნომინაციაში – „საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი“.