კუბის პრეზიდენტი - კუბის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
კუბის პრეზიდენტი - კუბის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

კუბის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.

„კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“, – დაწერა დიას-კანელმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც „აქსიოსმა“ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუბამ შეიძინა 300-ზე მეტი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი, რადგან ჰავანა განიხილავს დრონებით იერიშს გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, ამერიკულ სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ქი ვესტზე.

კუბამ ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ აშშ-მა მოიგონა დრონების საფრთხე, რათა ეკონომიკური სანქციებისა და შესაძლო სამხედრო შეჭრის გამართლება შეძლოს.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა აღნიშნა, რომ კუბას, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავდაცვის უფლება აქვს.