ჰავანაში ავიკატასტროფის დროს გადარჩენილი მეორე მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ლათინოამერიკული მედია კუბის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, ჰავანაში 18 მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა.
40 წლის ემილი სანჩესი ჰავანას ჰოსპიტალში ძლიერი ტრავმებისა და დამწვრობისგან გარდაიცვალა, ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 18 მაის ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 110 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ბორტზე მყოფი პირებიდან მხოლოდ სამი ქალი გადარჩა. მათგან ერთ-ერთი, 23 წლის გრეტელ ლანდროვე 22 მაისს გარდაიცვალა.
ამჟამად ჰავანას საავადმყოფოში კიდევ ერთი გადარჩენილი ქალი რჩება, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.