კუბაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. სამი დაშავებულიდან ერთი, 23 წლის გრეტელ ლენდროუვი გარდაიცვალა. ის ჰავანის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა.
დანარჩენი ორი დაშავებული მკურნალობის კურსს იმავე საავადმყოფოში გადის. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
კუბაზე ავიაკატასტროფა 18 მაისს მოხდა. სამგზავრო „ბოინგ 737-ს“ შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სამგზავრო ლაინერი კუბურმა ავიაკომპანიამ მექსიკისგან შეისყიდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია