კუბაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულიად შეწყდა

01:32, 07.07.2026

კუბაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულიად შეწყდა. ქვეყნის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის გარეშე თითქმის ათი მილიონი ადამიანია დარჩენილი.

უწყების განცხადებით, მასშტაბური გათიშვის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო პარალელურად, კუბის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ენერგომომარაგების აღსადგენად სპეციალური სამუშაოები უკვე გააქტიურდა.

ცნობისთვის, კუბაში საწვავის კრიტიკული დეფიციტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა ტარიფების დაწესებით ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც კუნძულს ნავთობს მიჰყიდდა ან მიაწვდიდა. ვაშინგტონის ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რამაც ადგილობრივი ელექტროქსელის რღვევა გამოიწვია.

მსგავსი