კუალა ლუმპურში მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს
მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 08:45 საათზე მოხდა, როდესაც მატარებელი, რომელიც სატესტო რეჟიმში გადაადგილდებოდა და რომელშიც მხოლოდ მემანქანე იმყოფებოდა, გვირაბში სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, მუჰიდინ იასინმა მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სრულგამოძიების ჩატარება მოითხოვა.