კრივი | მინსკი 2019
კრივი | მინსკი 2019

კრივი – სპორტის კონტაქტური სახეობაა. ორთაბრძოლის დროს სპორტსმენები ერთმანეთს მუშტებით, სპეციალური წესების დაცვით, დარტყმებს აყენებენ. ამ დროს მათ სპეციალური ხელთათმანები აცვიათ. შეხვედრები კაცებში სამ რაუნდად არის დაყოფილი, თითო რაუნდი სამი წუთი გრძელდება. ქალებში სულ ოთხი რაუნდია, რომელტა ხანგრძლივობაც ორ-ორი წუთია. მოკრივეებს ეკრძალებათ ერთმანეთისთვის დარტყმის მიყენება წელს ქვემოთ, ზურგში, კეფის არეში. არ შეიძლება მოწინააღმდეგის დაჭერა, ხელის კვრა, ჭიდაობა და ა.შ. ბრძოლის მსვლელობას მსაჯი აკვირდება და აკონტროლებს.

მინსკის ევროპული თამაშების ფარგლებში, სპორტის ამ სახეობაში, გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი. ორთაბრძოლებში 316 მოკრივე მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები სპორტის სასახლე „ურუჩიეში“ 21 ივნისს დაიწყება და თამაშების ბოლომდე, 30 ივნისის ჩათვლით გასტანს.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მინსკში 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:

სახილ ალახვერდოვი (49 კგ)

ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ)

მიხეილ ბახტიძე (+91 კგ)

არტუშ გომციანი (56 კგ)

ესკერხან მადიევი (69 კგ)

გიორგი ხარაბაძე (75 კგ)

ოთარ ერანოსიანი (60 კგ)

გიორგი მანჯავიძე (81 კგ)

ნოდარ დარბაიძე (52 კგ)

ლაშა გურული (64 კგ)