კრისტიან ვეიდმა რაგბის NFL არჩია
კრისტიან ვეიდმა რაგბის NFL არჩია

ინგლისური „ვოსფზის“ ლიდერმა, კრისტიან ვეიდმა სარაგბო კარიერა დაასრულა და ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშს აპირებს.

 

27 წლის ფრთამ, რომელმაც ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, განაცხადა, რომ რაგბის თამაშს აღარ აპირებს.

საგულისხმოა, რომ მას ინგლისის „პრემიერშიფში“ 82 ლელო აქვს დადებული და ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა შორის მესამე ადგილზე იმყოფება.

აქამდე NFL-ში თამაში ალექს გრეიმ და კრისტიან სკოტლანდ-ვილიამსონმა სცადეს, მაგრამ ვეიდის დონის მორაგბე არც ერთი მათგანი არ ყოფილა.

„ვოსფზი“ დანაკლისის შევსებას ჩქარობს და ახალ ზელანდიელ მალაკაი ფეკიტოასთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას.