ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლანდ პატრიოტზი“ დატოვა
ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლანდ პატრიოტზი“ დატოვა

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ტომ ბრეიდიმ საკუთარ „ტვიტერზე“ დაადასტურა, რომ 20 სეზონის შემდეგ „ნიუ ინგლანდ პატრიოტზ“-ს დატოვებს.

 

42 წლის ქუოთერბექმა მთელი კარიერა „პატრიოტზის“ შემადგენლობაში გაატარა და მას შემდეგ, რაც 2000 წელს გუნდს შეუერთდა ექვსი „სუპერ ბოული“ მოიგო.

მას ცხრა „სუპერ ბოულის“ ბეჭედი აქვს და ოთხჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP). სეზონის დასკვნით დაპირისპირებაში ბრეიდიმ ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა. იგი ბოლო ორ დეკადაში „პატრიოტების“ დომინაციის მთავარი შემოქმედი იყო.

ბრეიდი თავისუფალი აგენტი გახდება და მასთან კონტრაქტის გაფორმებით „ტამპა ბეი ბუქანიერსი“ და „ლოს ანჯელეს ჩარჯერსი“ ინტერესდებიან.

 

დატოვე კომენტარი