ბრაიან ალენი ამერიკული ფეხბურთის პირველი მოთამაშეა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრაიან ალენი ამერიკული ფეხბურთის პირველი მოთამაშეა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად არის ქცეული. ინფექციამ უკვე მიაღწია არაერთ სპორტსმენამდე. COVID 19 ამერიკული ფეხბურთის ლიგასაც შეეხო. „ლოს ანჯელეს რემსის“ ცენტრი ბრაიან ალენს ინფექცია დაუდასტურდა.

ამ ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელი შონ მაკვეი ადასტურებს და აცხადებს, რომ სპორტსმენს კორონავირუსი დაახლოებით სამი კვირის წინ დაუდგინეს.

ბრაიან ალენი ვირუსის შესახებ საუბრობს – „როდესაც სამი კვირის წინ დილით ავდექი საერთოდ ვერაფრის სუნს ვერ ვანსხვავებდი ერთმანეთისგან. მთლიანად დავკარგე ყნოსვის უნარი. ამის შემდგომ გემოს ვეღარ ვგრძნობდი ვერაფრის. პერიოდულად ასევე მაწუხებდა ყელის ტკივილი, დაღლილობა და თავის ტკივილი. და მინდა ყველამ გაითავისოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსი არ არის. გაცილებით მძიმე გადასატანია, აქედან გამომდინარე ყველანი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.“