კრის ევანსი იმედოვნებს, რომ ტომ ბრეიდი ტრამპის მხარდამჭერი აღარ არის
კრის ევანსი იმედოვნებს, რომ ტომ ბრეიდი ტრამპის მხარდამჭერი აღარ არის

ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი კრის ევანსი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარულია. კაპიტან ამერიკა ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) გუნდის, ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის გულშემატკივარია. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ევანსი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.

პეტრიოტსის ქუოტერბეკი და ლიდერი ტომ ბრეიდი პოლიტიკით დაინტერესბული პიროვნება არ გახლავთ, თუმცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან საკუთარ დიდი ხნის მეგობარ დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა. ამ ფაქტით კი განაწყენებული დარჩა კრის ევანსი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „მე იმედი მაქვს, რომ ის ტრამპის მხარდამჭერი აღარ არის და ეს წარსულს ჩაბარდა. იმედია, ბრეიდი მიხვდება, რომ 2016 წელს შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომას არასოდეს გაიმეორებს“.