„სეილ შარქს“-მა მანუ ტუილაგი დაიმატა
„სეილ შარქს“-მა მანუ ტუილაგი დაიმატა

​„სეილ შარქსი“ ბედნიერია გამოაცხადოს ინგლისისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შუამარბ მანუ ტუილაგისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ,“ – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ტუილაგი „სეილ შარქს“-ს „პრემიერშიფის“ 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე დაემატა.

წარმოშობით სამოელი მორაგბის ანგარიშზე 43 სანაკრებო კეპია და ახალ კლუბში „ლესტერ ტაიგერს“-თან გაწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ გადავიდა. მანუ „ტაიგერს“-ის აკადემიაში 15 წლის ასაკიდან ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისი ძმა ენდი 2008-2011 წლებში „სეილ შარქს“-ში თამაშობდა.

„შარქსი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 14 აგვისტოს „ჰარლექუინს“-ს დაუპირისპირდება. მას შემდეგ რაც ინგლისში კორონავირუსის გამო „პრემიერშიფი“-ს გათამაშება შეჩერდა, „სეილისა“ და „ქვინსის“ დაპირისპირება პირველი პროფესიონალური სარაგბო მატჩი იქნება.