ამერიკელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
ამერიკელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ ანტონიო ბრაუნს მისი ყოფილი პირადი მწვრთნელი გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ქალბატონმა, რომლის სახელია ბრიტნი ტეილორი, ანონიმურობა დაარღვია და აცხადებს, რომ 31 წლის ბრაუნმა მასზე სექსუალურად სამჯერ იძალადა.

სპორტსმენი ბრალდებას უარყოფს.

სავარაუდო დაზარალებულმა სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ბრაუნის კლუბი „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ კი საკუთარი გამოძიების წარმართვას გეგმავს.