კრისტიან ურსე - მჯერა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგს მივაღწევთ
კრისტიან ურსე - მჯერა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგს მივაღწევთ

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ურსეს თქმით, სჯერა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგი მიღწეული იქნება.

„ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება ამ დიალოგში ვართ, როგორც მოდერატორი. ამ შეხვედრების ორი რაუნდი გაიმართა და როგორც იცით, პარტიები მზად არიან, მესამე შეხვედრისთვის. შეხვედრაზე სხვადასხვა შეთავაზებაა და ველოდებით შემდეგ შეხვედრას, რომ წინ წავიწიოთ საკითხის გადაწყვეტაში. საუკეთესო მოდელი იქნება, რომელიც შეთანხმებული იქნება შეხვედრაზე. ჩვენ ვისმენთ არგუმენტებს ორივე მხრიდან, განსხვავებული იდეებია და მჯერა, რომ შედეგს მივიღებთ“ ,- განაცხადა კრისტიან ურსემ.