„ინტერის“ ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა თავის ყოფილ კლუბში „ოდენსეში“ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო.
ერიქსენს, რომელმაც ევრო 2020-ზე დანია-ფინეთის მატჩისას გულის შეტევა გადაიტანა, ვერ ახერხებს იტალიაში თამაშსა და ვარჯიშს. მის ორგანიზმში ინპლანტირებულია კარდიოვერტერ-სიმულატორი და წესების თანახმად, ამ მოწყობილობით იტალიაში თამაში აკრძალულია.
დანიელი ფეხბურთელი „ოდენსეში“ 2005-09 წლებში თამაშობდა.
„ერიქსენი თხოვნით დაგვიკავშირდა და ახლა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს“, – განაცხადა „ოდენსეს“ წარმომადგენელმა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა მომავალ სეზონში განაახლოს.