„გალათასარაი“ 9 თებერვლამდე კრისტიან ერიქსენის გაფორმებას შეეცდება #1TVSPORT
„გალათასარაი“ 9 თებერვლამდე კრისტიან ერიქსენის გაფორმებას შეეცდება #1TVSPORT

დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, „გალათასარაიში“ გადავიდეს.

როგორც წამყვანი თურქული გამოცემა Fotomac-ი წერს, თურქეთის ჩემპიონს გეგმაში აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის გაფორმება. ირკვევა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.

თუ „გალათასარაი“ ვერ შეძლებს ტრანსფერის გაფორმებას 9 თებერვლამდე, როცა თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხურება, მაშინ კლუბი შეეცდება ერიქსენთან და „იუნაიტედთან“ ზაფხულში მოლაპარაკებას.

მიმდინარე სეზონში ერიქსენმა ინგლისის პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.