„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი სეზონისთვის მეორე ფეხბურთელი დაიმატა. ინგლისურმა კლუბმა თავის ვებგვერდზე გამოაცხადა კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

დანიელმა ნახევარმცველმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. მანჩესტერელებმა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს – ერიქსენს ამოეწურა „ბრენტფორდთან“ ნახევარწლიანი კონტრაქტი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ განსაკუთრებული კლუბია და მოუთმენლად ველოდები მასთან შეერთებას. ბევრჯერ მქონია „ოლდ ტრაფორდზე“ თამაშის პატივი, მაგრამ ამის გაკეთება „იუნაიტედის“ წითელი მაისურით – განსაკუთრებული გრძნობაა.

მე მინახავს ერიკ თენ ჰაგის მუშაობა „აიაქსში“ და ვიცი დეტალიზაციისა და მომზადების დონე, რომელსაც ის გუნდში ყოველდღიურად იყენებს. გასაგებია, რომ ის ფანტასტიკური მწვრთნელია.

ველაპარაკე მას და ბევრი რამ გავიგე მის ხედვაზე და იმაზე, თუ როგორ სურს გუნდმა ითამაშოს. და ამის შემდეგ, კიდევ უფრო მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას. მე ჯერაც დიდი ამბიციები მაქვს ფეხბურთში, ვიცი, რომ შემიძლია ბევრს მივაღწიო და ეს იდეალური ადგილია ჩემი კარიერის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ერიქსენმა.