„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ერიქსენს აკვირდებიან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ერიქსენს აკვირდებიან #1TVSPORT

„ბრენტფორდის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, პრემიერლიგის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადავიდეს.

როგორც გაზეთი Тhe Daily Mail წერს, დანიელი ფეხბურთელის სრულად გამოჯანმრთელებამ და ფეხბურთში მაღალ დონეზე დაბრუნებამ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ყურადღება მიიპყრო.

ევრო 2020-ზე გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, ერიქსენი იანვარში დაბრუნდა დიდ ფეხბურთში. მან კონტრაქტი გააფორმა „ბრენტფორდთან“, ამ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, შედგა ნახევარმცველის დაბრუნება დანიის ნაკრებში – მარტში გამართულ ორ მატჩში ერიქსენმა ორი გოლი გაიტანა.