ერიქსენმა ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა, გერმანიამ ზედიზედ მერვედ მოიგო, ინგლისი 21 მატჩია არ აგებს - ამხანაგური მატჩების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ერიქსენმა ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა, გერმანიამ ზედიზედ მერვედ მოიგო, ინგლისი 21 მატჩია არ აგებს - ამხანაგური მატჩების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* გერმანიის ნაკრებმა ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით რვიდან რვა მატჩი მოიგო. ბურთების შეფარდება – 33:2. გერმანელებს უკეთესი სერია 1979-80 წლებში ჰქონდათ, როცა ზედიზედ 12 მატჩი მოიგეს.

* გერმანიამ და ისრაელმა ხუთი წუთის ინტერვალით ორი პენალტი გააფუჭეს – 89-ე წუთზე თომას მიულერმა ძელს გაარტყა, 94-ე წუთზე კი იონათან კოენს გერმანელთა მეკარემ კევინ ტრაპმა აჯობა.

* ფერან ტორესს „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი აქვს. სულ 2022 წელს ფორვარდმა შვიდი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა დააგროვა.

* ინგლისის ნაკრებს 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (პენალტების სერიის გაუთვალისწინებლად) – 17 მოგება და ოთხი ფრე. ეს ყველაზე გრძელი სერიაა ინგლისის ნაკრების ისტორიაში. ბოლოს ინგლისელება 2020 წლის ნოემბერში წააგეს.

* ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 49-ე გოლი გაიტანა. მან გაუსწრო გარი ლინეკერს და გაუთანაბრდა ბობი ჩარლტონს. უფრო მეტი გოლი ნაკრებში უეინ რუნის აქვს – 53.

 

ხორვატია-სლოვენია   1:1

გოლები: 1:0 კრამარიჩი (39), 1:1 ბიიოლი (90)

 

ფინეთი-ისლანდია       1:1

გოლები: 1:0 პუკი (12), 1:1 ბიარნასონი (38)

 

ირლანდია-ბელგია      2:2

გოლები: 0:1 ბატშუაი (12), 1:1 ოგბენე (35), 1:2 ვანაკენი (58), 2:2 ბრაუნი (85)

 

ინგლისი-შვეიცარია     2:1

გოლები: 0:1 ემბოლო (22), 1:1 შოუ (45), 2:1 კეინი (78-პენ)

ესპანეთი-ალბანეთი    2:1

გოლები: 1:0 ფერან ტორესი (75), 1:1 უზუნი (85), 2:1 დანი ოლმო (90)

გერმანია-ისრაელი       2:0

გოლები: 1:0 ჰავერტცი (36), 2:0 ვერნერი (45)

ნიდერლანდები-დანია         4:2

გოლები: 1:0 ბერგვეინი (16), 1:1 ვესტერგორი (20), 2:1 აკე (29), 3:1 დეპაი (37-პენ), 3:2 ერიქსენი (47), 4:2 ბერგვეინი (71).