მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში სტუმრად “ლას პალმასის” წინააღმდეგ თავისი მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშებს.
სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიელს დასვენების საშუალება მისცა, რათა უკეთ მოემზადოს “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის, – ინფორმაციას Marca ავრცელებს.
23 და 27 მარტს რონალდუმ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – მისი დუბლით პორტუგალიას ეგვიპტემ მოუგო, მეორე თამაშში კი 0:3 დამარცხდა ჰოლანდიასთან.
“რეალი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ 3 აპრილს ტურინში და 11 აპრილს მადრიდში ითამაშებს.