კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსისთვის“ დაისვენებს
კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსისთვის“ დაისვენებს

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში სტუმრად “ლას პალმასის” წინააღმდეგ თავისი მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშებს.

სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიელს დასვენების საშუალება მისცა, რათა უკეთ მოემზადოს “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის, – ინფორმაციას Marca ავრცელებს.

23 და 27 მარტს რონალდუმ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – მისი დუბლით პორტუგალიას ეგვიპტემ მოუგო, მეორე თამაშში კი 0:3 დამარცხდა ჰოლანდიასთან.

“რეალი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ 3 აპრილს ტურინში და 11 აპრილს მადრიდში ითამაშებს.