კრემლში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა
მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „შეხვედრა“ შედგა. საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო – ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი “კრემლინ.რუ” ავრცელებს.
საუბარი ვლადიმერ პუტინი საუბრისას 2008 წელს, ომის დროს მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
“რუსეთი ძალიან ბევრს აკეთებს უსაფრთხოების მიმართულებით. ვგულისხმობ, სამხრეთ ოსეთის როგორც საზღვრის ასევე თავდაცვის მიმართულებით უსაფრთხოებას”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, გასულ წელს შეინიშნებოდა ტვირთბრუნვის ზრდა.
“მაგრამ დღეს ვხვდებით იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რა ზომებია მისაღები, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს სოციალურ სფერო”, – აღნიშნა პუტინმა.