კრემლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მაშინ გადახედავენ, როცა ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გავრცელდება
კრემლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მაშინ გადახედავენ, როცა ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გავრცელდება

კრემლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მაშინ გადახედავენ, როცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გავრცელდება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ უნდა გავაანალიზოთ მედიით გავრცელებული ამბები. თუ ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში გაჩნდება, რა თქმა უნდა, მას დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ორ პოტენციურ მემკვიდრეს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს ამერიკაში ვიზიტის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში თავისი „გამარჯვების გეგმის“ ზოგიერთი დეტალი გაამჟღავნა, რომლის წარდგენასაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და პრეზიდენტობის კანდიდატებთან, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისთან აპირებს.