კრემლში აცხადებენ, რომ იდლიბში სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაცია ყველაზე ცუდი სცენარი იქნება
კრემლში აცხადებენ, რომ იდლიბში სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაცია ყველაზე ცუდი სცენარი იქნება

კრემლში აცხადებენ, რომ იდლიბში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყება სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მოსკოვი ასეთი ოპერაციის წინააღმდეგია, თუმცა რუსეთი და ანკარა კონტაქტზე რჩებიან იდლიბში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„თუ საუბარია სირიის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციაზე, ეს, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი ვარიანტია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.